↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეურმის სიმღერა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10825 ნახვა

—
(ვუძღვნი ალ. კავსაძეს)
როგორ ძალიან დაბნელდა,მთვარეც არა ჩანს ტიალი!როდი ანათებს ბნელს ღამესამ ჩემის ურმის ჭრიალი!არაგვში უნდა გავიდე,ბობოქრობს, მოაქვს ლოდები!ადევებულა და, რა ვქნა,ხამი მიბია მოზვრები.წმინდავ გიორგი! მიშველე,ნურას შემამთხვევ ავსაო;წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი,თორემ არ ვზოგავ თავსაო.ნუ აატირებ დედა-ჩემს.იორამაანთ ქალსაო,ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებქალთამზეს, ჩემსა დასაო.თავს დამინებებს ბალღებსაცოლი, გაჰყვება სხვასაო.მოგივალ ღამის სათევლად,სანთელს აგინთებ სამსაო.ცისკარმაც ამოაშუქა,კელაპტრად ეკვრის ცასაო.თენდება, აღარა ბნელა,კარგა გაიგნებთ გზასაო.გაიწით, თქვენი ჭირიმე,ჩემო შვინდავ და გიშელა,გავედით სამშვიდობოსა,ეგ არი, ღმერთმა გვიშველა!გაიწით, ჩემო ხარებო,თქვენ გენაცვალეთ ქედშია!არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა,თუნდ ორი მომცენ ერთშია.
1910 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი