პოეზია · ლირიკა
მთა და ბარი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,ცერად დაჰყურებ ბარსაო?!რადგანაც ძირით გიცქერის,მით არ უყადრებ თავსაო?სალის კლდეებით ამაყობ,თოვლითა, ყინულითაო;კენკეშა, ურძან-ქუჩითა,პირიმზე-მწირულითაო.შენ არად მოგწონს ბარისადიდი სიმდიდრე ხილითა,ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,ზედ მარგალიტის ღილითა;არ-რადმე გეჭაშნიკებავარდის გაფურჩქვნა დილითა,გულით დარდების გადაყრაწითლის კახურის ღვინითა.შენი ძმა არი ბარიცა.სთველ-ზაფხულ ბარაქიანი,გმირთ სისხლით შაღებილი აქვსველები ბალახიანი.შენი ხევებიც იქ ჩადის,ხევები კალმახიანი.საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,იცოდე, ტალახიანი.თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,შენ თან ჩაყვები ნიადა;არ გარგებს, თორო შენ იცი,მთავ, ამაყობა ფრიადა.
1889 წ.