↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამის ფოთლები

გაფრინდაშვილი ვალერიან

2005-09-121 წთ საკითხავი6407 ნახვა

—
ეს უცხო ღამე,ვით შავი ძაღლი,დაეძებს, ყნოსავს უხილავ ვარდებს.სანამ ვარსკვლავობს ზეცის სიმაღლე,ყვავილებს შორის ის ინავარდებს.იდუმალ ცაზე მთვარე უძრავი -ბნელი ღრუბლების კრთომით ნალესი,როგორც ფეხშუმზე ნაკვეთი თავონათლისმცემელის იოანესი.
ვარ მარტოობის ჯვარზე გაკრული,მხოლოდ ღამეა ჩემი ტაძარი,და შავ წყვდიადში, ყველასგან კრული,მივდივარ, როგორც ელეაზარი!
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი