პოეზია · ლირიკა
ღამის სტუმრები
მხოლოდ მე ვნახე, როგორ სტირიანშეშინებული ღამის კუკლები,მათი გალობა გასაკვირია, -გოდება ნორჩი და ხმაუკლები.
იქნება დედის ალერსი უნდათ,იქნება უნდათ, რომ იყოს დილა?მაგრამ წარსული არ დაუბრუნდათ,და სული ღამემ შავად დაჩრდილა.~
პატარა ძმები ვინ შეაგროვა,ვინ აუცრემლა თვალები იმათ?და ერთი იტყვის: „იესო მოვა,და გადამაქცევს მე ქერუბიმათ".ცალხელა კუკლა ამბობდა წყნარად:„მე დავიბრმავებ ორივე თვალებს,მეყოფა კუბო თავშესაფარად,არ მივესალმი ნათელ მწვერვალებს".
სევდის პატარა ნაზი პაჟებიგათენებამდე ჩემთან არიან,როს მოვა წუთი ნარიჟრაჟები,ტირილით სადღაც მიიჩქარიან...