პოეზია · ლირიკა
არ დაიდარდო, დედაო
გიორგი ლეონიძე 1899–1966
1949 წ. ნოემბერს, ტამანის ნახევარკუნძულზევინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი.ლევანი რქმეოდა...
ღიმილის ბიჭი ვიყავი,ბეჭზედ არწივი მეხატა,ცხრამეტი წლისა შევსრულდი,ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,მტერს ვეცემოდი მეხადა!ვისაც უნდოდა, ქართველირომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,ვით ჩემი ტყვიის მიზანი...ნუ დაიდარდებ, დედაო,მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,შვილი ეყრება დედასა!არ დაიდარდო, დედაო,რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელისაქვეყნოდ გამოვაბრწყინე.მე გაგიხუნე ლეჩაქი,მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიესისხლ-ცვარი სიჭაბუკური.მე არ დამკარგავს სამშობლო,სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოშიიწურებოდეს მტევანი...მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით,დამალეთ ჩემი სამარი,
თუ მტერმა გკითხოს, უთხარით,კრემლშია, სტალინთან არი!და თუ სტალინმა მიკითხოს,უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი,
იქ ვდგევარ, სადაც ნათობენსტალინის მამაპაპანი!ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილსდამხურეს მუზარადები.თუ გაუჭირდა სამშობლოს,კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.არ დაიდარდო, დედაო,ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,შვილი ეყრება დედასა!