პოეზია · ლირიკა
ყელსახვევის პოეტიკა
მე გამოვიგონე ყელსახვევის პოეტიკა,პოეტს რომ წვირიან კისერზე ეკიდა.ოთხასი წლის ყორანი თავის ცქერით მაჩერებს,როცა ეხეთქება რკინის მოაჯირებს.შენ, სულო, ცრემლების ნახე ილიონი.ო, ვინ დამავალა ყელსახვევის პოეტიკა!ნანას მიგალობდა აღმზრდელი – რიონი,როცა ჩემი სული სინაზე ეკიდა.გამოჩნდა ინფანტ ცარიელი, ლამაზი,ბევრი ჩატერტონი დაფიქრდება ამაზე:ღამის და ყელსახვევის შავი პოეტიკა.ჩემი აქვითინება, სიკვდილის მონატრებადა სალომეასთვის სალამის კადრება.ჩემი თვითმკვლელობის შავი პოეტიკა,როცა ყელსახვევი კისერზე მეკიდა.მე-იოქანაანი, მწვანე ვით ფანქარი:საფირიონის ტახტზე წითელი იროდი.კვლავ მომენატრება სასტიკი ლანგარი,მასზე მოკვეთილი თავით რომ ვტიროდი.წვიმიან მუსიკის ტირილი ხარბი.ყელის და ყელსახვევის შავი პოეტიკადა ჩემი ოცნება ბოდლერის წარბითსოველ მოგონებას კვლავ გამოეკიდა.ქუჩა და ფარანი: უმიზნო, უნაყოფო,როცა ჩემი სული წამწამზე ეკიდა.დაღუპულ ოცნების ღამეში ლაღობა,როცა თვითმკვლელობის იწვის პოეტიკა!