↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც დავადგი ფეხი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
როგორც დავადგი ფეხიჩემი ბავშვობის ეზოს,ნაცნობი ქარი ფიჭვებიდანშემოქიქინდადა, როგორც ბავშვმა,მოალერსემ, მონატრებულმა,პირზე, ყურებზე, ლოყა-ტუჩზე მომითათუნათავის ფაფუკი, დაწმენდილი,რბილი ხელები.
დიახ, სიგრილე თბილი მეჩვენა,შევაღე კარი, დავიდგი ჯორკოდა ღია კართანგულგაღეღილი, დამუხლული,ხმაგაკმენდილი,მივნებდი ნიავს.ვთქვი: ითარეშოსმკერდზე, ყელ-ყურთან,ამ დალოცვილმა,ტყით, ცვრით, ბალახით შეკაზმულმამშობელმა ქარმა.
1994
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი