↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბრუნება

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24058 ნახვა

—
თავჩაღუნული და შეფუთვნილილიფტს ელოდება ჩემოდნით ხელში,ჩემოდნით მოაქვს მისი კუთვნილიწუთების ფერფლი, ღორღი და ხრეში.
მისთვის არაფერს არ ნიშნავს ახლააბრუნებენ თუ ბრუნდება თვითონ,ქვევით წაიყვანს ლიფტი თუ მაღლა,დაუჯერებენ მართლა თუ ვითომ.
ოღონდ, არავის გაუმხელს იმედს,დე, სულის ფსკერზე თავისთვის იდოსდა ჩამოხსნილი ზარივით მძიმე,ვალი და ფიცი ბოლომდე ზიდოს.
ის შედის ლიფტში, როგორც საკანში.ქვეყანა თავქვე ხარხარით მიხტის.მაგრამ რაღა აქვს მას საგანგაშო?მან დრო გაფლანგა და სასჯელს იხდის.1969წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი