↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავიწყებული მოტივი

ჭილაძე ოთარ

2002-09-121 წთ საკითხავი40776 ნახვა

—
ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანიპირქუში ქალი,ჯოხის ამარარომ დასდგომია უკაცურ ბილიკს,კაბის კალთით რომ აუთრევიამისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვიდა მიდის, მიდის, არც იცის, საით.იქნებ ბედკრული საქართველოა,ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?!ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალსჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში,ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?!ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?!აბა, რად შევკრთით წამით ყველანი,რად შეგვაცოცდა, მორიელივით,შიში განკითხვის და აღსასრულის?!ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი,არაფრის გამო და არაფრისთვის,ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი,ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი...და მიდის, მიდის, არც იცის, საით,რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით,სადმე, კლდეებში და ყინულებში.მაინც არ არის ჩვენი საშველი,თუ ისევ იმან არ მოგვაქციაგზასაცდენილნი და დაქსაქსულნი.თუ ისევ იმან არ გაგვახსენა,რანი ვიყავით და რანი დავრჩით.თუ ისევ იმან არ გვაპატიაეს გულგრილობა გასაოცარი.მაგრამ ჯერ მიდის... ჯერ გამოხედვაცარ უნდა ჩვენსკენ...
1998
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი