↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთამ სრულიად სხვა სთქვა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12796 ნახვა

—
(პასუხად ბაჩანას)
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,როგორაც შენა გგონია.მისი ნათქვამი, ნაგრძნობიმე სულ სხვა გამიგონია.გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,აღშფოთებულმა ფრიადა,ისევ თავს უთხრა: “დამშვიდდი,გულო, რამ აგაზვიადა?!მომთმენი, აუჩქარები,ამწონ-დამწონი საქმისაკი არ გამხადო მსხვერპლადაშენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალეობისამოსაწონია თავისა?ერთი წელი და ათასიბარდაბარია ჟამისა.მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთსიბნელედ ერთის ღამისა.
გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,ხილ-ხული ჩემსა არესა,მინამდე ადრე, და დაზრეს,დღეს იგემებდეს მწარესა,ცარიელს ტოტებს უშვერდესცაზე გადმოსულს მთვარესა.
არ მომწონს ფაცი-ფუცობა,სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,დღევანდლის დღისა მწველობასურდოდ მაჩნია, ჭლექისაიმას არა აქვს ნიშანი,ოღომც გვეჭდიოს გულში ღრმადყველას მომავლის მიზანი,მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითაჩვენის სამშობლოს მიწანი!”აჰღელვებულხარ ძალიან,თავის ძმა ვეღარ გიცანი!რომ მომავალი ჩვენია,ამას რად უნდა მისანი!?
1910
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი