↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თითქმის ავტოპორტრეტი

კერძევაძე ელდარ

2003-07-121 წთ საკითხავი369 ნახვა

—
როგორ გატყუებთ ჩემი იერი,უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...გგონივართ ლაღი და ბედნიერი,სულ მხიარული... სულ დარდიმანდი...თქვენ არ გინახავთ ჩემს თვალზე ცრემლი –ღამით, როდესაც მარტოკა ვრჩები,ჩემი ბალიში ქვასავით სველიდა ფიქრთა ჩემთა ვეება მთები.მსურს, მეც გავათბო პატარა სორო,მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლას ვუცდი,არც ერთი წუთით ჩემთვის არ ვცხოვრობ –ვალია ჩემი ყოველი წუთი.ფიქრიანია ჩემი სიმღერა,რადგან სიცოცხლე სხვაგვარად მიჩანს,მეძახის ვალის გადასახდელადქალაქის კართან მომდგარი მიწა.თქვენ კი გატყუებთ ჩემი იერი,უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...გგონივართ ლაღი და ბედნიერი,სულ მხიარული... სულ დარდიმანდი...

კერძევაძე ელდარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი