პოეზია · ლირიკა
სამყაროს კუთხე
ღრმა საიდუმლოს ვიღაცა ყრუდ ჰხვევს,აქვს ყველა სულდგმულს რაღაც მისია,სამყაროს ერთი პატარა კუთხეჩემი მგზავრობის დასაწყისია.ყოველი ხმა თუ მცირედი ჩქამიწამოშლის სულში კითხვებს ზვიადებს,ყოფიერების ყოველი წამირაღაც დაფარულს აყურიადებს.უცნობ აღთქმათა გამომსახველიეფინებიან ფერები ტილოს,ყოველი ბიჯი და შესახვევირაღაც დიადის ამოხსნას ცდილობს.არის ხედები, ტკბილად სახილიდა განუწყვეტი ძიება ახლის,ქარის ყოველი შემოძახილიჯერ არმოსმენილ მუსიკას მახლის.ყოველი ფიქრი გამიხსნის კარებსშორ, გასაოცარ საღამოისას,სამყაროს ერთი პატარა მხარეყველა დანარჩენ ცასაც მოიცავს.