პოეზია · ლირიკა
სამშობლოს
შენ რომ დაგცილდე, გადაიჭრებასულის ყოველი ძაფი,შენ რომ დაგშორდე, ჩავიძირები,მაღლა გადივლის ქაფი.შენ რომ დაგტოვო, მოჰყინავს ლექსებსდღეები ავბედითი,შენ რომ უარგყო, დაცლილი სულიმერე ავივსო რითი?რომ დამავიწყდე, უცებ მოკვდებაყოველი ნერვი სმენის,შენში ჩაწნულა ჩემი არსება,ვით გაგეყოფა შენ ის?შენ რომ არ იყო, უცებ შეწყდებაქროლვა საყვარელ ქართა,რა გამაჩნია, რა მეპოვება,რა მაქვს სამშობლოს გარდა?შენ რომ გიმუხთლო, რად მინდა ძალასივრცეთა გადაქელვის?შენ რომ მომაკლდე, მთელი სამყაროგამსრესს უსწრაფეს ელვის.