პოეზია · ლირიკა
ყოველ ზამთარში
ყოველ ზამთარში თვლემს გაზაფხული,ყოველ დუმილში თვლემს დაძახება,თუმც ახლა ყინვით ვარ დაზაფრული,მაინც მზის დარი წინ მესახება.თუმცა ქარია, კიდეც თოვდება,და ზამთრის ნანას ჟღერენ ძიძები,ვიცი, თანდათან გვიახლოვდებარაღაც, უეცრად გამაღვიძები.რაგინდ ავობდეს ძალა მრისხანე,თუმც გადეჩვივნენ სხივთა ფერებას,მალე ხეები გამოისხამენგამაოგნებელ მშვენიერებას.ვნახავ – ყინვებმა დროშა დახარესმოუგერიებ განაჩენივით,და პირველივე ზვირთი გვახარებს,რომ სული არის გადარჩენილი.თავსხმა, ჩქერების ზღვად დანახუვლიწინსვლის სიმღერად დამესახება...ყოველ ზამთარში თვლემს გაზაფხული,ყოველ დუმილში თვლემს დაძახება.