პოეზია · ლირიკა
ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა
უკან დარჩა უდაბნო...და ბაღები ფშატის,ლომთა კმინვა...თუთიყუშთა კვიწინი...ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით,უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით.–რატომ მოსდევ, ბიჭო, მაგ ურჯულო გიაურს,გაანებე თავი, ჯანდაბის გზით იაროს!საით მისდევ, უგუნურო, სად სიკვდილში მისდევ,რად არჩიე მაჰმადს წამებული ქრისტე.რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატსერთი მუჭა მიწა დამარცხებულ ხალიბთა.საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!...შეჩერდი!...
მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა მეჩეთი...
IIფერფლი ესხა,ჭვარტლი ესხა გადათქერილ ხარდანსდა მზეს ჰგავდა ცხენის ფლოქვით ახრჩოლებულ ღადარს.არსად ჩიტი...არც პეპელა...მხოლოდ კანტიკუნტადყვავი გადიყრანტალებდა, როგორც ჭვარტლის გუნდა.
ცხენის ფლოქვით დადაღული მტევანი თუ ფერფლიკბილებს კრეჭდა, ქირქილებდა, ვით სიკვდილის ღერბი.
ეს ღერბები მწუხარების არაბესკად ესხაქართულ ციხე–ეკლესიას, სიმღერას თუ ფრესკას.
IIIრაც არუნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის,–იმ ფერფლს,შავ ფერფლს,სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლსაბოს ფერფლი გადასწონის, ერთი მუჭა ფერფლი...
3
..."შენ ლულაში უნდა იწვე"
შენ ლულაში უნდა იწვე ან ბულბულის ყელში,რაკი ხსოვნას სროლასავით და ჰანგივით შერჩი...დამცინავი ეგ ღიმილი სიკვდილშიაც გშვენის,სიკვდილშიაც არ იქნება მორჯულება შენი...ოი, როგორ ვამაყობდი უღირსთან თუ ტოლთან,შენ რომ ბევრი ვერ გიტანდა, შენ რომ ბევრი გმტრობდაჰაუ, რამდენს ყვარებიხარ...თავს რამდენი გადგას,ეს რამდენი ჭირისუფლობს–მეგობრების გარდა.
ახლა მტრების მოყვრებივით გულმოკლული დგანან...ნანა, ნანა, მაფშალია...დიდა ვოი, ნანა...
4
..."ვინც ძლიერ მიყვარს"
ვინც ძლიერ მიყვარს, რად მეჩვენება,რომ რაღაც მოსდის...და პირველ ყოვლისეს კოშმარული წარმოდგენებირატომ მავსებენ შიშით და ძრწოლით?
ღმერთს რატომ შევთხოვ მორწმუნესავით:"ღმერთო, მაშორე, შიში მგესლავი.
იყავ მფარველი მრავალჟამიერჩემი პატარა ჭერის და ფუძის,თუ საჭიროა, იმათ მაგიერმე გამიმეტე ყველაზე უწინ."
ერთხელაც შემშლის ეს სიყვარულიდა წინათგრძნობა თუ მართლა ახდა,–კისერზე მძიმე ჯაჭვის ჯღარუნითსადმე ქურდულად ვეწვევი საყდარს.
ვიცი, მძიმეა ეს გულწრფელობა,და აღსარება სიკვდილად მიღირს,ნუთუ მაკლია სულის ქველობა–ეს ვაჟკაცური სიმხნე და რიხი?