პოეზია · ლირიკა
ძერწვის გაკვეთილები /ვერლენისეული `მუსიკა უპირველეს ყოვლისას~ ფონზე/
თენგიზ კიკალიშვილსსიცარიელის შესამოსავადისევ არ მყოფნის სიტყვა _ ქსოვილი,რადგანაც ძილშიც პატიოსანიპოეტი, ლოთი, თანაც ლტოლვილი _ამა ქვეყნისა სიამეთაგან,თუნდაც თვით `ქვეყნის ძლიერთა~ მიღმაცშეძრწუნებული ვუმზერდი საგანს,ნივთს, ადამიანს, საქმეს თუ თიხას,რაც დიდხანს ძერწა, ვერ გამოძერწააქ: `ხატად თვისად~ უზენაესმადატოვა: რა ქნას სტრიქონმა _ ბერწმა,თუ ჩემი ძვლების არც ესმის კვნესა?!.