↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სოფელი კვდებოდა

ფხოველი ჯარჯი

2011-07-121 წთ საკითხავი2072 ნახვა

—
ჩემი სოფელი კვდებოდა, თანდათან, შეუმჩნევლად...ხანდახან ისე ამოიკვნესებდა,იფიქრებდი, მიწა იძრაო...მერე კი, როგორც ყველა მომაკვდავი,ისიც თავის ბედისწერას ურიგდებოდა...ოღონდ ეგ იყო,რომ ღირსება არ დაკარგასაბოლოო ამოსუნთქვამდე...სტუმარი რო მოვიდოდა,სოფლის სული მამაჩემში ჩასახლდებოდა:და თვალუმალისიც საკლავს წამოაქცევდა...ბოლს აუშვებდა წინწანაქრით სავსე ჭიქები!სოფელი მაშინ ივიწყებდათავის მძიმე ავადმყოფობას...და ის დროც დადგა,როცა მძიმე ავადმყოფიც აღარ დაინდეს...სოფელია და კიდობანში რაღაც მაინც ექნებაოგადანახული _ამ შავი ფიქრით ყაჩაღები დაეცემოდნენ:გველისფერ თვალებსსოფლის გულში ატრიალებდნენ...მაშინ სოფელი კიდევ ერთხელ დაიგმინებდა...და კიდევ ერთხელ იმისი სულიმამაჩემში ჩასახლდებოდა:ისიც ძველისძველ, სისხლშემხმარ ხანჯარსმიეწვდებოდა... ოღონდ ეგ იყო:ჩემი სოფელი, როგორც ბევრი სისხლის მნახველი,ავაზაკსაც კი სასიკვდილოდ ვერ იმეტებდა...ჩემი სოფელი კვდებოდა თანდათან,შეუმჩნევლად...თანაც ჭრილობებს მამაჩემის ტანზე ტოვებდა:თავის ღირსებას ვერ შეელიასაბოლოო ამოსუნთქვამდე!და ის დღეც დადგა, როცა სოფელშიარც სტუმარი მოსულა დაარც ყაჩაღი გამოჩენილა...და იმ დღეს მოკვდენ ორივენი:მამაჩემიც, ჩემი სოფელიც...
ფხოველი ჯარჯი

ფხოველი ჯარჯი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი