↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარწმუნო ნიშნები

არაბული კობა

2012-07-121 წთ საკითხავი432 ნახვა

—
თუ თევზმა მოასწროდა პირველმა დაშალა ვეწყი*_იქნება წელიწადი ნოტიო და ბერწი...თუ ირემმა დაასწრო ყვირილობა `მექარობა დღეს~ _ათენგენის XIV_ კვირას, ენკენიის თვეს, _თორმეტ სანთელს აინთებს წელიწადი ცხელი,თორმეტი მაცნე შემოვა, ხვატში 12 _ ცხენით!თუ ახალ მთვარეს, პირველად, თევზი იხილავს წყლიდან _ნიაღვრები წალეკავენ ფშაველთა სოფლებს _კარატეს მხრიდან!?ან, თუ ახალი მთვარე ამოხდება ირმის რქიდან _ყანებს წაეკიდება მზის ალმური და ცეცხლი ამოვა ქვიდან.... . .ეეჰ! როდის დაბრუნდება ხოგაის მინდი _ხოლერიან თემში:კირჩხიბის ზოდიაქოს მე-13 დღეს, თუ _მერწყულის თვეში:რითი დაბრუნდება, დაქცეულ სამწყსოში, ბებერი მწყემსი _ჯოხის ცხენითა თუ _ მფრინავი თეფშით (!?)----------------• ვეწყი_ ქვირითი
არაბული კობა

არაბული კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი