პოეზია · ლირიკა
თორღვაის ლექსები
წაიკითხეთ... წაიკითხეთ თორღვაის ლექსები:მიუშენეთ... მიუშენეთ იმედს _ იმედი...შეუდექით... შეუდექით მამულს ბეჭებით...ატარეთ სიტყვის საბეჭური და უეჭველი _ფხოველ სარანგის ნასწორფრალი ვერცხლის ბეჭედი...ამოიყვანეთ თორღვას მთვარე თქვენი ბეჭიდან!!!ნუღა წახვალთ სანადიროდ ძველი ურმებით...მოძებნეთ თოვლზე საკუთარი ნაფეხურები:როცა ლომის კვალს გადაკვეთავ _ ლომად იქცევი!?როცა კურდღლის კვალს გადაკვეთავ _კურდღლად იქცევი?!ნუ გაებმევი შინაური დათვის ხაფანგში!..ნუ დაიფქვები შინაური დარდის საფქვავში...გაიხსენეთ... გაიხსენეთ მტრების პორტრეტი:მათი თვალებით დამარხული ჩვენი აპრილი...ჩვენს საფლავებზე აღმართული მათი სალპინგი*...წაიკითხეთ... წაიკითხეთ ვაჟას ლექსები,დაიხსომეთ `გველის მჭამელი~...ამოივსეთ მწარე სულის ადათ-წესებით...გველის ნაკბენი მოიშუშეთ _ გველის წამლებით...შეაჭამეთ... შეაჭამეთ კამეჩს თვეები:გაზაფხულები... ზაფხულები... შემოდგომები...გაიხსენეთ ჭიანჭველას ძველი ომები (?!)არ შეაჭამოთ კერძო ვირებს** ნედლი კვირტები _არ დამიღეჭოთ ჩემი ლექსის მანუსკრიპტები***!!------------------------* სალპინგი _ მკვდრების საყვირი** კერძო ვირი_ ვირზე უდიდესი, ანუ ჯორი (საბა)*** მანუსკრიპტი _ ძველი ხელნაწერი