↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველაზე ჯანმრთელი-ავადმყოფი გული

ცერცვაძე ვასილ

2015-07-121 წთ საკითხავი994 ნახვა

—
თქვენ მე შემეკითხეთ _`გული რატომ არის?..~და მე გიპასუხეთ _ გული რატომ არის,თუ არ იფეთქა და...თუ არ იბორგა და...თუ არ დაიხარჯა...აბა რა გულია _ ერთხელ თუ არ გასკდასად ვთქვა _ კრწანისთან ან...რა ვთქვა _ გარნისთან ან..._ მართალი ბრძანდებით _ან არ გაიმარჯვა.(სხვათა შორის, ყველაზე ჯანმრთელია _ქვეყნისათვის ავადმყოფი გული.)თქვენ მე შემეკითხეთ _`სისხლი რატომ არის?!..~და მე გიპასუხეთ _ სისხლი რატომ არის,თუ არ იყივლა და...თუ არ იხუვლა და...თუ არ გადმოხეთქა...არ შეიძლება ჯგუფებად დაიყოს...ხარისხებად იყოფა სისხლი...(ასე მაგალითად _ უმაღლესი ხარისხისაა_ ერისთვისდანთხეული სისხლი)თქვენ არ მეთანხმებით _`მთავრდება ეპოქა, ძალიან შორსაა აქედანკრწანისი~...ჩემო მეგობარო, კამათი გვეყოფა...წესს ადასტურებს გამონაკლისი.

ცერცვაძე ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი