↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაფერი თავდება და არაფერი ქრება

ცერცვაძე ვასილ

2015-07-121 წთ საკითხავი987 ნახვა

—
არაფერია აქ ახალი _ ამ ცის ქვეშეთში...`ახალი ქვია _ძველს რომ კარგად გადაივიწყებ~...აღმართის შემდეგ _ ისევ ისე თავქვე ვეშვებით...ისევ იქ ვჩქარობთ _ სადაც უფრო გვმართებსსიდინჯე.კვლავ თავის დრო აქვს ყოველივეს __ მწუხრს და განთიადს...ირმის ყვირილს და ლომის ბუხუნსდრო აქვს თავისი...შუქს არ გამოსცემს არაფერი _ რაც არ ანთია...რაც არ ანთია _ განწირული არის ღამისთვის...არაფერი თავდება და არაფერი ქრება...თუ ცუდად არ შეხედავ _ ყვავილიც არ ჭკნება...გაგიღიმებს ზოგი და _ აყვავდება ნუში...ზოგიერთის ღიმილს კი _ტყვია გიჯობს შუბლში.კაცი მოგესალმება და ინატრებ საძმოდ...ზოგიც ნაცნობს არ ცნობს დაზოგი ღმერთსაც არ ცნობს...ცხოვრობს... ბობოქრობს... როგორც წინათ...ადამის მოდგმა...ეკლესიაშიც შედიან და მირონს იცხებენ...არ ავიწყდებათ შობის ღამეს _ ნაძვის ხის მორთვა...ზოგნიც ცხოვრებას ამთავრებენ... ზოგნი იწყებენ...კანდელაბრებში დანთებული ქრება სანთლები,თუ არ მივაგეთ მისაგები _ ბიჭებს... რა ბიჭებს...თუ არ ავედით გელათში და დიდი ქართველისგულზე დადებულ საფლავის ქვას არ დავაბიჯეთ.არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება...ხე რომ ხეა _ ისიც კი შეძახილით ხმება...ისა სჯობს რომ არ თესო _ თუ არ თესავ კეთილს...თუ მცხეთას არ აშენებ _ მოუარე ხერთვისს!..ის რაც ერთხელ მომხდარა _ისევ ისე ხდება __ სული ცაში ნავარდობს...სხეული კი კვდება...არაფერი თავდება და არაფერი ქრება.

ცერცვაძე ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი