↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "როგორ გავძელით"

ცერცვაძე ვასილ

2015-07-121 წთ საკითხავი984 ნახვა

—
როგორ გავძელით..._ რომ ვერ გავძვერით __ ისევ იმ წყეულ წრეში ვტრიალებთ.ყველას მივყვებით...ყველას ვუმღერით...ვინც თვალწინ ნაჭერს აგვიფრიალებს.როგორ გავძელით...დროზე გავსხალით...მაგრამ რად გინდა... (ჩვენზე ახია)იქ არ მწიფდება _ სადაც ჩავყარეთ,ღვინობისთვეში კიდევ მკვახეა.როგორ გავძელით...ეს თქარათქური _გაღვიძებული სულის კვდომაა...სხვის საწნახელში ჩუხჩუხებს ტკბილი...და რა... ჩვენთვისაც შემოდგომაა?!.როგორ გავძელით...როგორ დავთვერით...ისევ ეშმაკის წრეში ვტრიალებთ...კვლავაც მივყვებით...ყველას მივყვებით...თვალწინ ნაჭერს ვინც აგვიფრიალებს.

ცერცვაძე ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი