პოეზია · ლირიკა
ლადო ასათიანის გახსენება
ქაშვეთის გუმბათს ვუსწორე თვალი,მერე კი მზერა გადასწვდა ღრუბელს,მეც ლადოსავით დავდივარ მთვრალიდა ცხელი ლექსი მითუთქავს უბეს.აქ, აქ უყვარდა მას ხეტიალი,აქ გადაიქცა ლექსის მუღამად,აქ ჩაუთავდა დღეთა შრიალიდა თვალიც აქვე ამოუღამდა.ვეღარ მოთოკა ბედი იოლად,წლებიც გაექცნენ, ქარში შლილები,გაქრა, სულეთში თან გაიყოლასევდა _ უკოცნელ ქალიშვილების...