პოეზია · ლირიკა
თოვლი
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთიდა თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლიშენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.წახვედი როდის, ბრუნდები როდის -დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -თოვლი, თოვლი, თოვლი.მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლადა თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.ამდენი ვნება, ამდენი დაღლასად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,სად გიღამდება დღე თოვლნარევი,დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.წახვედი როდის, ბრუნდები როდის -დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -თოვლი, თოვლი, თოვლი.