პოეზია · ლირიკა
თვით-გამართლება
არც ერთი ლექსი მე არ დამიწერია,ან სად მოვიცლიდი მისთვის.ლექსებს სწერს ჩემი ორეული,სარკიდან რო მიცქერის ხოლმე _მუდამ ექსტაზ მორეული.მე: ტლანქი ვარ და გულიც ტლანქი მაქვს,როგორც: არავის.ის: კი ნაზია: როგორც არავინ.მე: სახლიცა მაქვს და ეზოც.მას: კი არც თავ-შესაფარი კარავი.ჩემი: თვალები ამღვრეულია და ბოროტი.მისი: ლურჯი და სათნო.მე: სიმღერა არ ვიცი,არც ჩემი საქმეა.იგი: კი მღერის მუდამ.მე: თოფი მიჭერია სანადიროთ.მას: კი კალამი რითმებისათვის.და იცოდეთ ყველამ დღეის იქით,რომ: არც ერთი ლექსი არ დამიწერიამე: რეზო გელოვანს,და იგი: მირზა გელოვანია