პოეზია · ლირიკა
ექსპრომტი
მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი,სუფთა,ხალასი.და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად,
ირიბად დავალ.ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,ცა სისხლისფერად შეიღება,როგორც იარა.ო,მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებსდა შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.