პოეზია · ლირიკა
* * * აღარც იმედი შემოგრცა დიდი
აღარც იმედი შემოგრჩა დიდი,ფიქრობ უღმერთო ბედისწერაზე...ვისაც ყველაზე ახლობლად თვლიდი,შორებელია თურმე ყველაზე!აღარც ოდნავი მუდარა, ხათრი,რწმენის სანთელსაც უკვე აქრობენ...ვისაც ბოლომდე ახლობლად ჩათვლი,სადღა შეხვდები ისეთ ახლობელს?!