პოეზია · ლირიკა
ზოლიანი ოდები
ეს ოდები სულ სხვა ხმაზე ვიმღერე,რომ მესმოდა, მეც ვერ ვიცანი –გადავბრუნდი და დავიძინე
ანდაზა
ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა.მაშინღა მივხვდი;რომსიცოცხლის წყალმა წამიღო,სიკვდილი ხავსია დავეჭიდები,სიკვდილი ხასვია დავეჭიდები..ვეჭიდები..ვერ დავამარცხე..
წელიწადის ახალი დრო
გსმენიათ-ქარი ფოსტალიონია..მზე კი შუა ოქტომბრის მიწურულსწავიდადა წითელ ფოთლებს-დავიწყების წერილებსწერს..მზე ცხრა ცის გადაღმაა..ხოლო მე მინდა იყოს ბევრი ქარი,რომ დედამიწაწაშალოს წერილებმადაწარსულიდადგეს..
საშრობის შესაქმე
ღმერთი ბავშვივით წერდა ვარსკვლავებსდა მთვარე დაეღვარა. . .ღრუბლები მოვიდნენ.
სამშობლო
ისმის წვიმის კვარჩხალი,მოდის ღრუბლის ფარა,სად წახვედი მარტოკა,კატალინა პარა.
ნიკანორ პარა
როდესაც თვალი გავახილე,დავინახე,რომ სამყარო ჩემთვის მხოლოდ ღამესამხელდა,მერე ვიგრძენი, რა უსასრულოიყო ეს ღამე . . .და შემცივდა,და მომშივდა,და მომინდა მეხილა სინათლე,რომლის არსებობაც ჩემმა სულმაგაანდოჩემს დაბინდებულ თვალებს. . .მერე, თითქოს საუკუნეთა მერე,გამოკრთა გზადა მე დავდექი იმ გზაზე. . .იქ იდგა მრავალი,გზა გახლდათ ვიწროდა იგინი,რომელნიც ცდილობდნენეპოვათ ახლი ბილიკი,უსათუოდ უფსკრულს უნდა სწვეოდნენ. . .
მერე გამოჩნდა უკიდეო ველი,იმდენად უკიდეო,რომ ჩვენ ყველას უსაშველოდ მოგვინდა სახლი. . .და რახან ბნელი ისევ მძლავრობდა,მე დავიჭირე მანათობელი მწერი,დავბრუნდი უკან,მოვდივარდავჩურჩულებ _“ციცინათელავ მაპოვნინე”“ციცინათელავ მაპოვნინე”
ხელის თხოვნა
შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო,ერთადმოვკვდეთმინდაზამთარში.
ზღვა
-მერე, მერეელისაბედის ძმა
მე ველოდიდა მოხდა კიდეც,უცაბედად მიმატოვეს ჩემმა ძმებმა –ქუჩაში შემხვდნენდავიგრძენი, როგორ ეტკინაჩემთვის მონაჭორი ღიმილიმათ დიდებულ სახეს.აღარ დამიტანჯავს ჩემი ძმები,უმალვე განვეშორე,უმალვე ვიქეცი იმად,რაც მანამ ვიყავ, სანამ გზები ერთად მოგვეჩვენებოდა.დაჩემმაძმებმამიაშურესუდიდესგემებს,ჩემმა ძმებმა გაშალეს ამაყი აფრები.მიცურავენ ახლა,მიცურავენ მშვიდად,საოცარი თავდაჯერებითსაოცრადვე ბედნიერნი.დაჩემი ძმების ხომალდების ფსკერსმსუბუქად გრძნობსჩემიმთვლემარემკერდი.
ვასთირჯთა ლხინი
ჰკიდია შუადღე უდაბურიდა თეთრი ფარდადა ფარდა თეთრი ტილოების გადასარჩენად. . .შენ არასოდეს გიტირია ეზოს გადაღმა –წვანან ცრემლები მღვრიე თვალის გაყინულ ფსკერზე,ადრე ცრემლები ჩაიპარნენ ზღვაში ნავიდან,ცრემლები ადრე ჩაიპარნენ სევდის ნავიდან,შიშველი ვართო და რცხვენოდათცრემლებს ნაპირი. . .და აჰა!ჭირსაც წაუღია ეგ თქვენი სევდა,წამოვა წვიმა,იწვიმებსდაჭირსაც წაიღებს. . .მე გავაძევე ოცნებები და სურვილები,ავკიდე ქარებს,ამძიმებთ ქარებს. . .. . . კვდომის რიგში. . .ჩადგნენ ქარებიდასიმშვიდეა.ვარ მჩატე. . .ისე, როგორც მჩატე. . .ჩიტისთვის ზეცა. . .მალე კი თხელი ღრუბელიდანმზემ გამოჟონა. . .ეს მოხდა ახლო დასავლეთში _ცას არ უცდია,ცამ იცნო ცივი სიცარიელე,ცა შუაღამედ გარდაიცვალადა მერე ისევ ჩამოვხსენი ქუთუთოს სიცხედა თეთრი ფარდადა ფარდა თეთრი ტილოებს გადასარჩენად.
დავიწყებულ სტრიქონთა გამო
ღამით,შუა ეთქმის,მე კი, ალბათ, მთვრალი მეთქმოდა,შემომხვდა ლექსიდა მერელექსი შევიტყუე წითელ საწოლში.რომ გამეღვიძა,ახლო მხოლოდ სიცარიელედა სურნელების მინაგვარი სიამე იწვა.ლექსი კი –ალბათ მასაც მთვრალი ეთქმოდადა დილით ადრე გაეღვიძადა დილით შერცხვა. . .
პოეტების ქვეყნის ამბავი
“ ქორმა წაიღო წიწილა”ვაჟა-ფშაველა. XIXს.“ქარმა წაიღო წიწილა”მესამე კლასელი ბიჭი.1993წ.“ ქარმა წაიღო ქარი”შენ. გუშინ.
.. ჩემი სული წაქცეული ქარისწისქვილია,ვიღამ მიხედოს ობმოდებულოცნების ტომრებს-- მოვლენ თაგვები და დახრავენ..უსათუოდ მოვლენ..დიდება თქვენდა თაგვნო!მე გასწავლით თქვენ ყველაკუნჭულს,სადაც კი მიძევს მივარდნილირამე ოცნება,სულყველა კუთხეს-რომ დაიმშეთ უფრო დაუფროდა ჩემი სულისდაჩრჩილული კადლებიცდახრათ!ჩემი სული ხომ წაქცეულიქარის წისქვილია,უქარობამ წააქცია ჩემისული... . .ქარი ჩვენში მაშინიცის,როცა წაიღებს..