პოეზია · ლირიკა
თარიღები
ის ყეფდა,ენა აეწყვიტათ დაგეშილ სიტყვებს,მე გავერიდე და საჯიჯგნად ყური(მივუგდე),გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი,მოყვითალო მღვრიე წყალში წევსდა ქუთუთო – ჩამოშლილ ბუდესანუ თოთხემტი წელიწადის უძინარიადა ქუთუთო ჩამოშლილ ბუდეს კი არ გავდა –სხვა მეზობლის უნიბლიედ ღია კარებსდა მე კედელთან ატუზული სიზმრებს ვუმზრედი..
...................................(ეს იყო ღმერთი – რადგან ვნახე – მე ის ვიწამე)
...................................
დავპირდი ათ ცხვარს,თავთუხის პურს,მწუხრისფერ ღვინოსდა ცოლს და სიდედრს(გავუმხილე, რომ მათ თავსაც კი მივცემდი),მაგრამ მესამემხელმეორედ ჩამოიარადა ერქვა ღმერთი (რადგან ვნახე – მე ის ვიწამე),გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი,იგი მკაცრია –მარცხნივ მე ვწევარ, მარჯვნივ სხვადა ქვები სასთუმლად,ქვებზე სიტყვები მიაჯაჭვა,სიტყვები ყეფენ:
ყივჩაღი – 1804 – 2009გიორგი კეკელიძე – 1984 –