↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს იყო წელი

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7913 ნახვა

—
ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,გემთა მლეწავი და გამრიყავი,როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთიდა დამნაშავე ჩვენვე ვიყავით.როცა აყეფდნენ ჰაუბიცებიდა ზღვაში შავი ჩაწვნენ ნაღმები...გულის წამღებად სცრიდნენ ღრუბლები,გრიგალიც ჰქროდა გულისწამღები.იდგა ჩრდილებში სიკვდილის სვეტიდა მრისხანებას სცდიდა ცელისას.ოცდაცხრამეტი, ოცდაცხრამეტიბევრს აიწონის შემდეგ წელიწადს,ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,გადაყოლილი ცეცხლსა და დემონს.როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი,სამარადისო წამებავ ჩემო.როცა წამოდგა ზამთრებით ქარიდა დასავლეთში ფრთები გაშალა.როცა ჩამოჰკრავს ბრძოლების ზარიდა ომის ღმერთებს შახსნეს ავშარა.თვალით სინჯავდნენ ერებს ერები,სიჩუმე სცემდა გარუჯულ ძარღვებს,წამოდგნენ ლურჯი კრეისერები,ზღვა გააპე და ეძებდნენ ნაღმებს.ტყვიაც ეძებდა სისხლიან წერტილს,ცაც ჩამოწვა და სისხლი წაიცხო.ასე დამთავრდა ოცდაცხრამეტიდა მეორმოცე ასე დაიწყო.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი