↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ღამე

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7917 ნახვა

—
ოცდამეექვსე გაზაფხული წავიდა.გადაჰყვა გრიგალს, ჩრდილებში ნაქსოვს.იმ ცხრა ათას ხუთას შვიდი ღამიდანმე ერთი ღამე მახსოვს.რას ჰგავდა ის ღამე, თენებას არ ჰგავდა,არც სიბნელე ახლდა შენი თვალების,და მხოლოდ სახელი ღამის ერქვა, რადგანდღის შემდეგ მოვიდა ნამკრთალები.მოვიდა, სულში კლდესავით ჩამოწვადა ახლაც არ ვიცი, ის ღამე რა იყო,ღამე – სამხრეთში რომ მხრებზე დავიდგი,ღამე – ჩრდილოეთში გულით რომ წავიღე.და ძალიან ხშირად, როდესაც გვიანიიელვებს ყვითელი, წითელი ფერები,ადგება ეს ღამე ადამიანივითდა შუადღისას გზაში მეფერება.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი