↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვრინი

ორჯონიკიძე იზა

2026-07-181 წთ საკითხავი4648 ნახვა

—
დალი ცაავას ხსოვნას
მშვიდი ტაროსი. ქარი უვნებოდა ძილისმგვრელი შუადღის რინდი...წყალმა იცის და არ გეუბნებაბეწვის როდისღა წაიღო ხიდი...წიოკობს კრუხი, ბატის აღალი,თავაღერილი, ღელისკენ მიდის...ვის დარჩა შენი ჭერხო მაღალიდა მზის ნაჭვრეტი სარკმელი დიდი?შენი ეზოდან გიღრენს მყეფარი!შრიალებს ცაცხვი — შენი დარგული!თუ გინდა მიწას ამოეფარე,უცხო, უმწეო და გულნაკლული...ნეტავ ამაღამ დაგაძინებდნენდა ნაღველს აღარ გაგიძაღლებდნენღობეს აკრული ლოკოკინები —სინათლით სავსე თეთრი სახლები.

ორჯონიკიძე იზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი