პოეზია · ლირიკა
*** სანამ კადრში გაიელვებს
სანამ კადრში გაიელვებს,სანამ მოხდება და სახელი დაერქმევა,სანამ ხელში მოიხელთებს ვინმე,ისაა სინამდვილე,ნამდვილი კი ის, ვინც დანახვამდე არსებობდადა მხოლოდ ჩვენს სიზმრებში ითქვამდა სულს.სიყვარულიც ასეა -სანამ მიხვდები,ისაა ნამდვილი სიყვარული.ხომ შეიძლება,ერთხელ მაინც დღემ ისე ჩაიაროს,რომ ნამდვილად მოხდეს, რაც ხდება.