პოეზია · ლირიკა
გვალვისა და გერანისა
იწვიან ნაწვერალები.წვეთი სწყურიათ ჭალაკებს.ჩრდილშიც არ დამედგომება,თუ გული ვალაპარაკე,
თუ ერთი თავი ჩავკიდე,თუ მივწექ, საცა ძნებია,როგორც შარაზე დავარდნილსპირშიაც ჩამიძვრებიან
საქონლის მწვანე ბუზები,წვრილი, წივანა ქინქლები...გოგირდიც უნდა ვახრჩოლო -უფრო გულმშვიდად ვიქნები...
იწვიმებს, აბა, რას იზამს!შინა ვართ მეც და გერანიც...აბა, რა საკადრისია"ჩემგან მი და მო რბენანი".