↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ივნისი კაცხში

ცარციძე იზო

2017-07-121 წთ საკითხავი405 ნახვა

—
მოლზე შრიალებს ტალღა გვირილისდა ზღაპარში ხარ, ასე გგონია,ისე კარგია ამ დროს ტირილი, -სიმღერა მასთან მონაგონია!..ბალახში ეძებ ჭიამაიას,წინანდებურად რომ უთხრა - "ფრინდი"...სოფელს ახურავს ცის დარაიადა ეპარება ღელისპირს ბინდი.ივიწყებ წარსულს, სევდიანს ასე,სიცილ-ტირილის ცრემლები გდიანდა ბალახების სურნელით სავსესახლში ბრუნდები ძალიან გვიან...გაცილებს მოლი წერწეტ გვირილით,ზღაპრის ქალი ხარ, ასე გგონია,ისე კარგია ამ დროს ტირილი, -სიმღერა მასთან მონაგონია!..

ცარციძე იზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი