პოეზია · ლირიკა
შეშლილის რექვიემი
მე სიყვარულით სული დავღალედა ახლა მხოლოდ სიზმრებს ვენდობი.ნუ დამიბრუნებთ გაცემულ ვალებს,ნუ გეჩქარებათ მითხრათ შენდობა.სადღაც ნათდება ცა განთიადისდა ნაწვიმარი მიწა ბოლდება,თითქოს ახლოა რაღაც დიადი,რაღაც დიადი თითქოს მშორდება.წამოიმართა ყველა ტკივილი,რაც დასაბამით ასტკივებიათ.დარდი მოცურავს ჩემსკენ ტივივით,დღეები თითქოს თეთრი ქვებია.ნუ გეფიქრებათ, სიტყვით მოკლულიისევ სიტყვებში შვებას დაეძებს,როცა დაღლილი ეშვება სულიდა ფოთოლივით შრება ჰაერზე.თითქოს სიზმრიდან გამოდის ბავშვი,სულიც იმგვარად მიემართება,მიემართება წამებით ქარშიდა საუკუნოდ ზეცას ბარდება.რად გავიხსენო მშვიდი დღეები?და თუ მახსოვან, უნდა დავმარხო,როცა სიგიჟე სხეულს შეება,ვით დრო და ჟამი გრძნეულ სამარხებს.აქ აღარავინ აღარ დამხვდება,გაქურდულია ჩემი ედემიდა ზეთისხილის ბაღიც გახმებაცრუ სიყვარულით, ცრუ იმედებით.შორი ფიქრებით მხრები დამძიმდა...ჩხავის ყორანი: `აღარასოდეს!”გამომაძევეს თითქოს ტაძრიდან,ასე ინება _ აღარ მახსოვდეს.მე კი, სიგიჟის ფოთლებდაყრილი,შიშველი სულით ქარში ვკვდებოდი,არც გაზაფხული, აღარც აპრილიდა არსაიდან შუქი შემოდის.რა სიმართლეა ბოლო ნაბიჯში,ბოლო სიტყვაში, ბოლო მზერაში.ერთი სიცოცხლით უკვე დავიწვიდა სიყვარულის ცრემლი შემაშრა.თვალებს აწყდება დღე ელდასავით,ჩემი ყვავილის ტოტებიც ხმება.მზე მიუყვება უკვე დასავალსდა სული კვდება... სხეულიც კვდება...