პოეზია · ლირიკა
არ მინდა
არ მინდა ამ ლექსს გამოჰყვეს სევდა,სიხარულისთვის ვწერდი და ვრთავდი...ვწერდი და ვრთავდი, და მაინც, ვხედავ,ყოველ სიტყვიდან მოჟონავს დარდი.მიდიან... დღეებს ოქროცურვილიშემოვლებია შენზე ოცნება...კენჭივით ფსკერზე გდია სურვილიდა ჩემი მხრები ლოდინით თბება.ეს სექტემბერიც გადავა მალე,ჩამოიღვრება თაფლივით დარდიდა ნაღვლიანი ფერები თვალებსგაახსენებენ _ როგორ მიყვარდი...