↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იაპონელს კი ჰგონია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ატმოსფეროა მღელვარე,იაპონელს კი ჰგონია:თუ ხმალს მოიქნევს ელვარეს -ისევე იაპონია.
აგრესორობა ღონეა,და თუ ვინმეა მპოვნელი -ისევე იაპონია,ისევე იაპონელი.
იგი ჩვენს საზღვრებს ედება,სიმშვიდე ვერ უპოვნია...მუდამ ქვას წამოედებაიმ ადგილს იაპონია.
გაჰქრა ის ხანა ლამაზი,წინათ რომ გაუგონია,ეპოქა ოიამასი -იმ ხანის იაპონია.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი