↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იარე, კაცი შენ აღარ გქვიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
გასწიე! ღამე ეშვება ზეწრად,მწარედ შრიალებს ტყეთა კალთები,მახლობელ დემონს იგრძნობ უეცრადდა შიშის ჩრდილით აკანკალდები.
იარე! გაჰყევ გზას შორით შორისს,მაისთა ცეცხლი შენ არ გაოსებს,მწუხარებათა ულევთა შორისისევე ხედავ ახალ ქაოსებს.
გაახელ თვალებს - იქნება გვიან,დახუჭავ, მაინც ცა არ ენთება...იარე, კაცი შენ აღარ გქვიან,შენთვის არასდროს არ გათენდება.
რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?ეხლა იმავ სულს დაღლილს, დაფლეთილს,დახედავ და არ შეგეცოდება.
იკივლებ მაშინ, მაგრამ არსიდანარ გიპასუხებს უდაბურება,იარე! გზები უშინაარსოისევ ბურუსით დაიბურება.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი