პოეზია · ლირიკა
წერილი
მე მოგწერ: როცა ზამთარი მობრუნდებადა მკვდარი ხეები თოვლისგან გშობენ...ფიფქებად, ცრემლებად და თოვლის გუნდებად _მიუხვალ დეკემბერს, დაკარგულ მშობელს.მე მოგწერ: წინდები მაინც რომ წაგეღო,ქუდი ან ხელთათმანი, კაშნე ან ჯემპრი...რა ცივი ზამთარია, ცას უბე გაერღვადა მოდის ფიფქებად... `ნეტა რას შვრები...”მე მოგწერ: სიყვარულს კვლავ ნუღარდაუჯერებ,არა ღირს... თოვლია...ცრემლია ფარად...მშვიდობით, სამხრეთის ქარებმა დაუბერეს...მშვიდობით... მშვიდობით...მშვიდობით მარად.