↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ნუ მოჰკლავთ პოეტს"

უთრუთაშვილი ჯუმბერ

2017-07-121 წთ საკითხავი382 ნახვა

—
ნუ მოჰკლავთ პოეტს, პოეტს ლექსიც ჰკლავს,პოეტს ბალღივით უნდა ალერსი,როცა პოეტი ლექსებს რითმით რთავს,გული აქვს ღვთიურ მადლით ნალესი.პოეტს არ ხიბლავს ოქრო და ფული,მას გული მუზით აქვს დაგეშილი,ლექსში ისეა ზოგჯერ ჩაფლული,რომ გეგონებათ ჭკუაშეშლილი.პოეტის სიტყვა ზოგჯერ არ სჯერათ,ხან მისი ლექსი ჰგონიათ მტრული,პოეტს ლექსებიც ჰყოფნის სასჯელად,გული ლექსებით აქვს დაფატრული.

უთრუთაშვილი ჯუმბერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი