↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ამ ქვეყნად მოხველ ძალიან ცუდ დროს"

უთრუთაშვილი ჯუმბერ

2019-07-121 წთ საკითხავი386 ნახვა

—
ფიროსმანსამქვეყნად მოხველ ძალიან ცუდ დროს,ვერავინ მიხვდა შენს სულს და სურვილს,ცოცხალს არ გქონდა ქოხიც კი მყუდრო,მკვდარმა დაიპყარ პარიზი, ლუვრი.გლეხკაცი იყავ ჯიშით და გენით,გლეხური დაგყვა სიალალმართლე,ბევრჯერ დაგგესლეს შურიან ენით,ყურს არ უგდებდი სულით წარმართებს,ვერ გიქარვებდა დარდებს არაყი,დაუძმობილდი სარდაფს და დუქნებს,ეხ, რა იცოდი, ფუნჯის ბარაქითხელს რომ უწყობდი ჯიბესქელ მსუქნებს.გვიან გავიგეთ შენი დიდება,შუბლი ცოცხალ კაცს ვერ დაგიდაფნეს,შენი სული თუ ცაში ბრწყინდება,ძვლები, ვინ იცის, სად, როდის დაფლეს.არა გწყალობდა კეთილ კაცს ბედი,კიბის ქვეშ ჰპოვე თავშესაფარი,არ მოუხარე ცხოვრებას ქედი,ღვთის მადლით გქონდა ფუნჯი გამთბარი.ვაგლახ, ამაყი და დარდიმანდი,ბრიყვებს ეგონათ, სმით დაგლახავდი,`ჭიქა არყისთვის~ კი არ ხატავდი,შენ ნახატებით სიკვდილსა კლავდი.

უთრუთაშვილი ჯუმბერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი