პოეზია · ლირიკა
მალხაზის ხსოვნას
ტკივილები ვერ განკურნა დრომა,კვლავ უხმოდ და უცრემლებოდ ვტირი,თვითონ მიკვირს ჩემი ფეხზე დგომა,დაგიდუმდა შენ რომ ენა-პირი.სიხარული ჩემთვის აღარ არის,ლექსებიც კი რწმენას ვეღარ მგვრიან,დავალ კაცი, როგორც ცოცხალ-მკვდარი,ვეღარ ვუძლებ ამ ცხოვრებას მტვრიანს.შენ საფლავში გემატება წლები,მე კი _ გულში ღრუბელივით დარდი,ბედმა მიტომ შეგიმოკლა გზები,რომ უფალსაც ჩემებრ შეუყვარდი.