↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ისე მომენატრე"

გაფრინდაშვილი ავთანდილ

2025-07-121 წთ საკითხავი787 ნახვა

—
ისე მომენატრე, ისე!ახლა გახსენება მიჭირს,როდის წაგიყვანა ტყისკენერთმა უდარდელმა ბიჭმა.როდის დაგიკრიფა შინდიერთი გაღიმების ფასად.ისევ იმნაირად გშვენისმწიფე შინდისფერი კაბა,თუ დრო ყოველივეს აქრობს,რაიც კარგია და გვიყვარს,რათა ფასი ჰქონდეს უფრო,როგორც აუხდენელ სიზმარს...ვხედავ – ნაკვალევი ჩვენიბილიკს კურდღელივით მისდევს,მინდა გაგახსენო, ელი,იმ დღეს ჩვენ დავარქვით ტყის დღე.ახლა, ამდენი ხნის გავლამისევ მომანატრა ის დღე.გნახო – ვიტირებდი ალბათ,ისე მომენატრე, ისე...

გაფრინდაშვილი ავთანდილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი