პოეზია · ლირიკა
*** "დავდე ნაჯახი"
დავდე ნაჯახი, ამღერდა ცეცხლი _ჩამოვუჯექი ბუხართან ზამთარს...ვეღარაფერი მე ვეღარ შემცვლის,აი, დავბრუნდი საკუთარ თავთან...საიდან მოველ, რა გზით ვიარე,საით დავდევდი ბრმა ქართა ქროლვებს?ვისი ღიმილის ვარ მოზიარეან ვისი ცრემლი გამომიგლოვებს?..ისმის დეკემბრის ცივი ზუზუნი,ქარი უმატებს კვნესას და ვიშვიშს,ჩამოძენძილი და მობუზულიზვინები თვლემენ ნაცრისფერ ნისლში.