პოეზია · ლირიკა
ტეხურს
ერთხელ იქნება _მეც მოვიხდი დუმილის სახადსდა მოლოდინშიიმ ნანატრი დღის გათენების,მოვიგდებ მხრებზე კოლხურ ღამეს _იისფერ ნაბადსდა ნიავივითნაპირ-ნაპირ აგედევნები...გზად,ჭალა-ჭალამიძინებულს წამოვშლი ჰანგებს,რომ შეერიონ ხმიანებასშენი ჩქერებისდა ვივლი ასე,დაკბილული მთებით ცის სარკეინათებს ვიდრეგამთენიის ფერთა ფერებით...და ციხე-გოჯი,პირველ სხივს რომ გუმანით იგრძნობსთვალჩალიბრულიდა დაჩეხილ თავ-პირს მოისრესს,მეც შენს მხარდამხარ გამოვარღვევკლდეების ვიწრობსდა ნანგრევებში ღამენათევსავუქშევ ნისლებს...გაცრიაგებულს,ცვრით გალუმპულსდავაგდებ ნაბადსდა რკინის ხიდთანსისხამ მორევს გავჭრი მხარულითდა მომხიბლავი,ვით კალმახთა მარულა სწრაფი,სიცოცხლით სავსე დაიწყებადღე სიხარულის!