პოეზია · ლირიკა
* * * "შენი ცრემლი"
შენი ცრემლი ისევ აწვიმსჩემს ჭერახდილ სალოცავს...შევუყვები სევდის გზაწვრილს,შეიმღვრევა ცა როცა...გავლილია ხიდი ბეწვის,ეს გზა ქვითინს მაძალებს...გული მტკივა, გული მეწვის,გული... შენ გენაცვალე...შერევია ფერი ნაცრისგაღმა, ხსოვნის სანახებს...მოდის მწუხრი და ქანცგაცლილნახირს მოაბალახებს...