↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცოტნე

ჯახუა იმედი

2026-07-181 წთ საკითხავი445 ნახვა

—
მერაბ კოსტავასთაფლწასმული მზეზე ვწევარ,გულზე იმედს ვაბალახებ..._ მალე ცოტნე მოვა, მჯერა,ღმერთი ცოტნეს დამანახებს!..მშობელივით ვკოცნი მიწასსაბაღეს და სავენახეს..._ სხვა მიწაზე გამოზრდილიერთი ცოტნეც დამანახეთ!დუნიაზე ვხედავ უშქარსშლაპებს, ჩალმებს, ჩაბალახებს..._ დღემდე ცოტნეს ქუდის ღირსივერსად ვერვინ დამანახეს...სული მისი, მარადისი,ერის ნამუსს ავარაყებს!.._ ცოტნეს გვერდით დგომის ღირსიწამლად კაცი დამანახეთ!..გმირობის და თავგანწირვისღმერთო, ნიჭით გამალაღე!..ყველა ნაღდი ქართვლის სულშიცოტნეს სხივი დამანახე!..რომ კვლავ რიხით ვუთხრა მავანს,ბოღმით გულ-ტვინ განალაყებს:_ თუ ბიჭი ხარ, ერთი თქვენშიცერთი ცოტნე დამანახე!..ისემც მამა მას უცხონდა/დედა ნახე, მამა ნახე!../,ცოტნეს მშობი ერის მტერიმე რომ ცოტნეს დამანახებს!..
ჯახუა იმედი

ჯახუა იმედი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი