პოეზია · ლირიკა
*** "ო გაზაფხულის ლურჯო წვიმებო"
ო, გაზაფხულის ლურჯო წვიმებო,გადიღეთ ოდნავ,სევდის მდინარე იწრიტება,ვნების ზღვა ბორგავს...მეწამულ ზეცას, ზეციერო,უცვალე ფერი,თორემ საოცრად მემცირებადღეს ყველაფერი...ო, დიონისევ, ნუ მაცდუნებ,ნურც შენ, ეროსი!ცას ვეტრფი, მაგრამმიწა მიყვარსსაქართველოსი.