პოეზია · ლირიკა
*** "შემოდგომის ფერად სევდას"
შემოდგომის ფერად სევდასუმოწყალოდ წეწდა ქარი,ზეცას ზამთრის ფერი ედვა,რეკდა ქაშუეთის ზარი...გაძარცვული წუხდა ბაღი,მე ჯვრიანი მხარი მტეხდა,ქარს წაეღო წლები ლაღი,მწუხრის მძიმე ზარი რეკდა...ცათა ვრცელი სამზერიდანჭეშმარიტად ჭვრეტდა ღმერთი,დაცლილიყო გამზირი დაბუბუნებდა ქაშუეთი.